უცხოეთი
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაზრდას 2,039,758 პირამდე, ამჟამინდელი 1,902,000-დან.
25 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სამხედროთა რიცხვი გაიზრდება 1,013,628-დან 1,150,628-მდე.
ბრძანება ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს.
ბრძანების გავრცელების ფონია მეშვიდე თვეში შესული ომი უკრაინაში, რომელიც დაიწყო მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრით და რომლის დროსაც ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეთის არმიას დიდძალი დანაკარგი აქვს.
radiotavisupleba.ge