საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს!

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობასა და გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი და უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“,- წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“.