უცხოეთი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.
უკრაინაში 200-მდე დრონი გაიგზავნება შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარის გასაუმჯობესებლად.
პაკეტში ასევე შედის 850 მიკრო-დრონი, რომლებიც სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლადაა შექმნილი მოახლოებული მტრის ძალების გამოსავლენად.
მედიის ცნობით, ოფიციალური ლონდონი გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ჯარისკაცებს უახლოეს კვირებში შეასწავლის თუ როგორ გამოიყენონ სპეციალური მანქანები ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად.
interpressnews.ge