საზოგადოება
ფინეთში ქართველი ფეხბურთელების სასამართლო პროცესი დაიწყო
xorguashvilebiმარტის ბოლოს ფინეთის პოლიციამ საფეხბურთო კლუბ „როვანიემის“ 9 ფეხბურთელი დააკავა, მათ შორის, ორი ქართველი – ტყუპი ძმა ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები. ძმებს 7 სხვა ზამბიელ ფეხბურთელთან ერთად გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა ბრალდებათ.
ფინურმა პოლიციამ მაშინ ჯერ პავლე დაკითხა, მერე კი – მისი ტყუპისცალი, თუმცა ქართველები მალევე გამოუშვეს. ლაპლანდიის სასასამართლომ პროცესი დაიწყო. გამოძიება 9 ეჭვმიტანილი ფეხბურთელიდან ექვსისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, ხოლო სამისთვის, მათ შორის, ორი ქართველისთვის, პირობით პატიმრობას. ფინურმა გამოცემა „lapinkansa“-მ პროკურატურის მოთხოვნები გამოაქვეყნა. გარდა თავისუფლების აღკვეთისა, პროკურატურა ფეხბურთელებისგან ფულადი ჯარიმების გადახდასაც ითხოვს:
პავლე ხორგუაშვილი – პირობითი თავისუფლების აღკვეთა, არანაკლებ ერთი წლით და ჯარიმა 11 ათასი ევრო;
ვალტერ ხორგუაშვილი – პირობით თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ ერთი წლით და ჯარიმა 11 ათასი ევრო.
როგორც ფეხბურთელების მამა ამბობს, ვალტერს იმ შეხვედრაში საერთოდ არ უთამაშია, რომლის გარიგებაშიც ბრალს სდებენ, ხოლო პავლემ მხოლოდ 13 წუთი დაჰყო მოედანზე, ამიტომ პროკურატურა მის შვილებს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ დაჰკითხავს.