მე არ ვარ ნოსტრადამუსი და არც „ქართველი ვანგა“, როგორც თბილისში ზოგიერთები მეძახიან. მე უბრალოდ სიმართლეს პირში ვეუბნები, როგორც ჩემი დიდებული თანამემამულე მაიაკოვსკი ამბობდა და ამიტომაც მართალი აღმოვჩნდები ხოლმე, რადგან სიმართლე მხოლოდ ერთია. წინა პუბლიკაციაში, დარია დუგინას მკვლელობის დღეს, განვაცხადე, რომ ჩვენი კოლეგა უკრნაცისტებმა მოკლეს, ორი დღის შემდეგ კი მართალი აღმოვჩნდი. სიმართლის ცოდნასა და მისი სიცრუისგან გარჩევაში მეხმარება ძირითადი პრინციპების ცოდნა, რაც მიხსნის საიდუმლო ინფორმაციის პოვნის აუცილებლობისგან. ამ პრინციპებს შორის მთავარია - „სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე“.
რუსეთსა და საქართველოს ერთი ბედი აქვთ, რადგან ისინი ყველაზე მრავალტანჯული ქვეყნები არიან მსოფლიოში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე მათ თავს ესხმოდნენ გარეშე მტრები, არამედ იმიტომაც, რომ მათ მუდმივად შიდა მტრები ღალატობდნენ. ქვეყნის მბრძანებლებმა რუსეთისა და საქართველოს გაყიდვა ჩუმ-ჩუმად დაიწყეს სსრკ-ის ბოლო წლებში და ღიად - საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ. ახლა კი, როცა თითქოსდა ყველაფერი უკვე გაყიდული და ნაღალატევია, მტრები მოულოდნელად შეეჯახნენ რუსებსა და ქართველებს, რომელმაც უარი თქვეს გაეყიდათ უკანასკნელი - ეროვნული ინტერესები, ეროვნული ფასეულობები და ეროვნული რელიგია - მართლმადიდებლობა!
რუსეთი: მრავალი წლის განმავლობაში დასავლეთი ოცნებობდა ეპოვა მოდელი, რომლითაც რუსეთს ომში ჩაითრევდა, თავად კი ირიბად, სხვისი ხელით შეებრძოლებოდა. ამისთვის ბევრი სხვისი ხელი იყო საჭირო, რომელშიც დასავლეთი უამრავ იარაღს ჩაიდებდა. ავღანეთსა და სირიაში ეს არ გამოვიდა - ბოლოს და ბოლოს, უცხო ტერიტორიაა და უცხო ხალხი. მაშინ ანგლოსაქსმა ანალიტიკოსებმა იპოვეს ერთადერთი უნაკლო ვარიანტი - უკრაინა!
ნებისმიერი ევროპელი და ამერიკელი სწორად ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთია, ამიტომ სოცგამოკითხვის დროს რუკაზე რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთში ურევენ, ან მათ ერთად აჩვენებენ. „მაშასადამე, რუსეთი არ დარჩება გულგრილი და დაიცავს თავის ძირძველ ტერიტორიას - კიევის რუსეთს, სადაც რუსი ხალხი ცხოვრობს! - სწორად გათვალეს CIA-სა და MI 6-ში.
უკრაინა ყველაზე მეტად გამოდგება მეორე კრიტერიუმითაც - "ბევრი სხვისი ხელი", ანუ - ბევრი საზარბაზნე ხორცი. უკრაინა ევრაზიის უდიდესი ქვეყანაა რუსეთის შემდეგ, ხოლო უკრაინის არმია - ყველაზე დიდი რუსეთის არმიის შემდეგ, ამიტომ მას ზღვა იარაღი, ინსტრუქტორი და მამლუქი გაუგზავნეს, მათ ჯარისკაცებს მკურნალობენ დასავლეთის ჰოსპიტალებში, ეხმარებიან სურსათ-სანოვაგით, მილიარდობით დოლარითა და ევროთი. საბჭოთა არმიაში სხვაზე ბევრად უკეთ აღჭურვილ-შეიარაღებულმა, უკრაინის სამხედრო ძალებმა საბჭოთა შეიარაღება, კადრები და სამხედრო მრეწველობა შეინარჩუნეს.
და რაც მთავარია - მესამე კრიტერიუმი, ისტორიული წინაპირობა: უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაცისტები არიან, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს მტრის მხარეზე გადავიდნენ.
საქართველო: დასავლელმა „მეგობრებმა“ მისი მოსახლეობა ორჯერ - ორნახევარ მილიონამდე შეამცირეს; თავისი მარიონეტის - ჭკუანაკლული სააკაშვილის დახმარებით - ერთი მეხუთედით შეამცირეს ისედაც მომცრო ტერიტორია; ახლა კი პრეზიდენტად დანიშნეს კოლაბორაციონისტი - ემიგრანტი ზურაბიშვილი, ქართველი მენშევიკების შთამომავალი, რომლებმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველო გაყიდეს და გაძარცვეს. და უცებ აშშ-ის ელჩის, არასამთავრობო ორგანიზაციების - "სამოქალაქო სექტორისა" და პროპაგანდისტული მანქანის - რადიკალური ოპოზიციის ტელეკომპანიების შეუზღუდავი ძალაუფლება შეასკდა ღარიბაშვილის მთავრობას და "ქართული ოცნების" მმართველ პარტიას კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელთა დამხობასაც მათ დამფუძნებელ ივანიშვილთან ერთად აგერ უკვე ორი წელია ვერ ახერხებენ!
რუსეთს უჭირს, საქართველოსაც უჭირს, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს ერთი გამარჯვება აქვთ! რუსეთმა და საქართველომ ერთად ყოფნისას დაამარცხეს გერმანელი ნაცისტები და ასე მოხდება ახლაც. რუსეთს არ სჭირდება საქართველოს სამხედრო დახმარება, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია - რომ ის მის წინააღმდეგ არ იბრძვის. საქართველო მშვიდობის და არა ომის ქვეყანაა, დღეს საქართველოში ათასობით რუსი და უკრაინელია, მაგრამ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა მათ შორის, ზუსტად ისევე, როგორც არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა საქართველოში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყარაბაღის 30-წლიანი ომის განმავლობაში!
დასკვნის სახით - რჩევა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც თითქოს ერთი ფეხით სიმართლის მხარეს არიან, მაგალითად - ტელეკომპანია "იმედიდან" და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, მეორეთი კი მაინც "კოჭლობენ". თუ დარია დუგინას მსგავსად სიმამაცე, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი არ გყოფნით სიმართლის სათქმელად, მაშინ უბრალოდ შეწყვიტეთ ინერციით უკრაინის ომის გაშუქება კიევის პოზიციიდან! ნუღარ უწოდებთ შეშლილ ნაცისტებს გმირებს, ხოლო რუსებს - დამპყრობლებს და ნუ ავრცელებთ კიევის პროპაგანდისტულ ფეიკებს! სამწუხაროა, რომ რუსული მხოლოდ რამდენიმე თქვენგანმა იცის, ამიტომ ვერასოდეს წაიკითხავენ მაიაკოვსკის და დუგინის პუბლიკაციებს, იქნებ მაშინ მიმხვდარიყავით, რომ ჭეშმარიტებისკენ ურთულესი გზა განვლილი გამოჩენილი რუსი მოაზროვნე საქართველოს მეგობარია და არა მტერი…
საქართველოს საინფორმაციო- ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“, მისი მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ დარია პლატონოვა-დუგინას დაღუპვის გამო და გულწრფელად თანაუგრძნობენ მის მშობლებს - ალექსანდრე დუგინსა და ნატალია მელენტიევას. დრო არ კურნავს, ეს - სიცრუეა, თქვენი ტკივილი მუდამ თქვენთან დარჩება... ნუგეში მხოლოდ ის არის, რომ, როგორც საქართველოში ამბობენ, კარგია მუდამ მტრიანი და ღმერთს ასეთ ნორჩ ასაკში თავისთან საუკეთესოები მიჰყავს. თქვენი დარია ყველაფერში საუკეთესო იყო და ახლა ის სამოთხეშია.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
2022 წლის 23 აგვისტო
საქართველო, თბილისი