საზოგადოება
ბრძოლა გრძელდება – „ სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები აჭარაში

tetrebi3„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიწყო შეხვედრები რეგიონულ კომიტეტებთან. პირველი ჯგუფი თემურ შაშიაშვილისა და ელიზბარ ჯაველიძის შემადგენლობით აჭარაში მიემგზავრება.

10-11 ივნისს საბჭოს წევრები შეხვდებიან სახალხო კრების აჭარის, ბათუმისა და ქობულეთის რეგიონული კომიტეტების წევრებს, მოინახულებენ დაპატიმრებულთა ოჯახებს, ადვოკატებთან ერთად დაინტერესდებიან პატიმართა მდგომარეობით.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეებში ბათუმში ადვოკატ ეკა ბესელიას ინიციატივით იმუშავებს ადვოკატთა რვაკაციანი ჯგუფი.

როგორც საბჭოს წევრებს, ისე ადვოკატებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ პარტიებთან.

აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები რეგიონული კომიტეტების წევრებთან ერთად განიხილავენ დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანის კონკრეტულ წინადადებებს.