სამართალი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გადასახადებისა და მოსაკრებლის მინისტრად მიხეილ გაბელია დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
გაბელიამ თანამდებობაზე ჯანსუხ ნანბა შეცვალა, რომელიც მანამდე, ბჟანიამ „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ უფროსის პოსტზე გადაიყვანა.
„მინისტრად“ დანიშვნამდე, გაბელია ამავე „სამინისტროში“ ფიზიკური პირების გადასახადებით დაბეგვრის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.