აქტუალური
საქსტატი ეროვნული ანგარიშების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს

saqstatiXსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქსტატის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამსახური ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების დეტალურ გამოკვლევასა და მიკრო-ეკონომიკურ აღწერას ჩაატარებს.

აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს საქსტატის ბიზნესრეგისტრის აქტუალიზაციას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეროვნული ანგარიშების ხარისხს.

საველე სამუშაოები 1 ივლისს დაიწყება.