საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, გენადი გატილოვი უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოსკოვი გაჭიანურებულ კონფლიქტს ელის.
რუსმა დიპლომატმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ იქნება.
მისი თქმით, მოსკოვი და კიევი "ძალიან ახლოს" იყვნენ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან აპრილში გამართული მოლაპარაკებების დროს, "მაგრამ აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინა აიძულეს, მოლაპარაკებები შეეწყვიტა".
„ახლა მე ვერ ვხედავ დიპლომატიური კონტაქტების შესაძლებლობას. რაც უფრო გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გზით გადაწყვეტა“, - აღნიშნა გენადი გატილოვმა.
მისი მტკიცებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი.
„დასავლური ქვეყნები ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
interpressnews.ge