სამართალი
ლაშა ჩხარტიშვილის საქმე სტრასბურგში მიდის

strassburg-courtადვოკატი ქეთი ბექაური „ეროვნული საბჭოს“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილის უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. როგორც ადვოკატმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხარტიშვილის როგორც დაკავება, ისე დაპატიმრება, უკანონო საპროცესო აქტია.

„როგორც გაირკვა, დაცვის მხარის საჩივარი 7 ივნისს ღამის საათებში მიზანმიმართულად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ შესაშური ოპერატიულობით იმავე ღამეს თავისი დადგენილებით დაუშვებლად სცნო წარდგენილი საჩივარი და უარი თქვა მის ზეპირ განხილვაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ ლაშა ჩხარტიშვილის როგორც დაკავება, ისე დაპატიმრება, არის უკანონო საპროცესო აქტი, ვინაიდან მის მიმართ უხეშად იქნა დარღვეული როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდაეროვნული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით აღიარებული და გარანტირებული კანონიერი უფლებები, დაირღვა სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება“, – განაცხადა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ „ეროვნული საბჭოს“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 5 ივნისს ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული სასჯელს გორის დროებითი დაკავების იზოლატორში იხდის.