საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ - ეს არის საბაბი იმის საჩვენებლად, რომ ეს ასე სულაც არ არის. საერთოდაც, ამის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, თავდაცვითი კომპლექსებით“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ბევრი იმედოვნებდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რაიმე სახით იმოქმედებს საწარმოების რაოდენობაზე, კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფორუმში „არმია 2022“, ასევე დელეგაციებზე და რუსული იარაღის შესყიდვის მოცულობაზე.
„მე გეტყვით, რომ მეგობრები მეგობრებად დარჩნენ. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.