საზოგადოება
„როცა სამართალდამცველებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იყო ლეგიტიმური. მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო მთელ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტებაც. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მოხდა ავადსახსენებელი მომენტი, როცა მანქანების კოლონა შევარდა და 10 პოლიციელი წაიქცა. მაშინვე გავრცელდა ერთმანეთში ინფორმაცია, რომ მასობრივად დაიღუპნენ პოლიციელები. მთელ მსოფლიოში ასეა – პოლიცია ყველაზე მძიმედ რეაგირებს პოლიციელის გარდაცვალებაზე. ძალის გადამეტების შემთხვევებიც, დაახლოებით 5-7 წუთი, სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა. მინისტრის ჩარევაც კი გახდა საჭირო, რათა ეს ემოციური მუხტი გაჩერებულიყო“, – განაცხადა უგულავამ, რომელმაც სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ „როდესაც ურემი გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება ხოლმე“.
ამასთან, თბილისის მერის აზრით, იმ შემთხვევაში, „თუ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა იყო დაგეგმილი და რა ვერ შესრულდა“.