აქტუალური
ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეს სასჯელი შეუმცირეს

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთისა“ და ნარტკოტრეფიკისთვის მისჯილი 5.5-წლიანი პატიმრობა 3 წლამდე და 8 თვემდე შეუმცირეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მამუკა ჩხიკვაძე „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. მას პატიმრობა 2022 წლის მაისში მიუსაჯეს.

„რესის“ ცნობით, 4 აგვისტოს, ცხინვალის „რაიონულმა სასამართლომ“ მამუკა ჩხიკვაძე დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონოდ კვეთისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდისთვის წარდგენილ ბრალდებებში.

ამავე ინფორმაციით, დაკავებისას ჩხიკვაძეს 4 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, „მარიხუანა“ აღმოუჩინეს.