უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა შეხვედრა გამართეს

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა მარცვლეულის ექსპორტი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არამდგრადი ვითარება და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევა განიხილეს.

სამმხრივ სამიტს წინ უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა უძღვოდა წინ.

interpressnews.ge