აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 20 მლნ აშშ დოლარიდან 8 305 000 დოლარი გაყიდა

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინდელ სავალუტო აუქციონზე 8 305 000 დოლარი გაყიდა.

გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იყო 20 მლნ აშშ დოლარი, რომლიდანაც 8 305 000 გაიყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა.

მიმდინარე წელს ეს სებ-ის მიერ ჩატარებული მეხუთე სავალუტო აუქციონია. ბოლო სავალუტო აუქციონი სებ-მა 10 აგვისტოს ჩაატარა, რომელზეც 40 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.

ამასთან, მიმდინარე წელს ეს მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს დოლარი მიაწოდა. სებ-მა სავალუტო აუქციონზე დოლარი პირველად 9 მარტს გამოიტანა და 39 570 000 დოლარი გაყიდა.