უცხოეთი
ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს, ხუთშაბათს ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუტერეში პარასკევს საპორტო ქალაქ ოდესას ეწვევა, შემდეგ კი გენერალური მდივანი სტამბოლში გაემგზავრება.

interpressnews.ge