საზოგადოება
ლარი დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7016 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.007 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7916 ლარია. მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7728 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ -0.0188 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1504 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2960 ლარი ეღირება.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 12 აგვისტოდან შევა ძალაში.