აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 10 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.7096 ლარი იყო.

10 აგვისტოს მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7100 ლარია, 11 აგვისტოს ის 2.7086 ლარი ეღირება.

აგვისტოს თვეში ეროვნულმა ბანკმა დოლარი უკვე მესამედ შეისყიდა. წინა ორ – 5 და 1 აგვისტოს აუქციონებზე სებ-მა 20 მლნ აშშ და 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა.