სამართალი
„აქ სხედან სააკაშვილის ჯალათები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ხალხის სისხლი დალიონ საკუთარი მდგომარეობისა და ბატონობის უზრუნველსაყოფად. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს მაშინ, როდესაც ამ შენობაზე გამარჯვების დროშა აფრიალდება“, – განაცხადა ნათელაშვილმა, რომელმაც მან აშშ-სა და ევროკავშირს მოუწოდა, მინისტრ მერაბიშვილსა და მის თანამოაზრეებზე ისეთი სანქციები გაატარონ, როგორი სანქციებიც ბელარუსის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაწესდა.
ამასთან, მან ევროკავშირისა და დემოკრატიული სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებს მოუწოდა, ხელი არ ჩამოართვან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.