აქტუალური
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7178 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7662 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.