აქტუალური
„კორონავირუსის პანდემია ამერიკამ გამოიწვია“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „არ გამორიცხავს“, რომ კორონავირუსი შეერთებული შტატების მიერ იყოს „შექმნილი“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პანდემია USAID-ის პროგრამის მეშვეობით გამოიწვია.

„ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) იყოს ჩართული ახალი კორონავირუსის გაჩენაში. 2009 წლიდან სააგენტო აფინანსებს პროგრამას - Predict, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსებს სწავლობს. ამ პროგრამის ფარგლებში კომპანია „მეტაბიოტა“, რომელიც ცნობილია თავისი სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობით უკრაინის ტერიტორიაზე, პროექტის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო.

კოვიდპანდემიის განვითარების სცენარის განხორციელება და USAID-ის მიერ 2019 წელს პროგრამის გადაუდებელი, ეტაპობრივი შეწყვეტა პანდემიის მიზანმიმართულ ხასიათზე და მის გაჩენაში აშშ-ის ჩართულობაზე მიგვითითებს“, - განაცხადა კირილოვმა.