საზოგადოება
„ამერიკული სამხედრო ხომალდი „USS Anzio“ 9-12 ივნისს ბათუმის პორტში შევა“, – იტყობინება აშშ-ის საელჩო თბილისში.
„USS Anzio“ შავ ზღვაში მრავალეროვნულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობს.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვა გემის დაზიანების აღმოფხვრაში, ასევე, ძრავისა და ელექტრომოწყობილობების სარემონტო სამუშაოებში ჩაატარებენ წვრთნებს.