აქტუალური
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9 პროცენტამდე ზრდის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.