რელიგია
რუსეთის პატრიარქის ოფიციალური სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ოფიციალური წერილით მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრის, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილში ნათქვამია:

“მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქს სრულიად საქართველოსი

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო ღმრთის ტრაპეზის წინაშე!

მიიღეთ ჩემი სამძიმარი ყოვლადუსამღვდელოეს სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მაცხოვარმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და ცხოვრებამ (ინ, 11:24) განუსვენოს ახალშესვენებული მღვდელმთავრის სულს თავის მარადიულ სასუფეველში, შეუნდოს მას ყოველივე ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი.

ძმური სიყვარულით უფალში

+ კირილე, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის”.