აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7411 ლარი გახდა

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7411 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8030 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8168 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.