აქტუალური
„მედიაპალიტრის“ საწარმოთა ნაწილში შემოწმება უკვე დასრულდა

mediapalitra2შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი „მედიაპალიტრაში“ მიმდინარე შემოწმებაზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დაასრულა „მედიაპალიტრის“ 3 საწარმოში – შპს „ჯეპ“-ში, შპს გამომცემლობა „კოლორში“ და შპს „პოლიგრაფიულ მასალებში“.

„როგორც აქამდე აღვნიშნავდით, ინვენტარიზაცია არის მარტივი და ხანმოკლე პროცედურა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ზემოაღნიშნულ საწარმოებში ეს პროცესი 2 დღის ვადაში მათი მუშაობის შეუფერხებლად დაასრულა. ამ ეტაპზე გეგმური ინვენტარიზაცია მიმდინარეობს „მედიაპალიტრის“ მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში – შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ში. „პალიტრა L“-ის სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციაც მცირე დროში დასრულდება და ეს პროცესი არ შეაფერხებს ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.