აქტუალური
საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში.
კალაძის თქმით, აქედან გამომდინარე, მიესალმებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების შემოდინებას.
„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, შეიძლება, იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ყაზახები, სხვადასხვა ქვეყნიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ახალი სამუშაოს შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა, ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, რომ წინ წავიდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ რუს ტურისტებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.