პოლიტიკა
2011 წლის 26 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაისმა. საზოგადოების ნაწილი მისი ქვეყნიდან გაწვევასაც ითხოვდა, ზოგიერთი ორგანიზაცია კი ელჩის „პერსონა ნონგრატად“ გამოცხადების ინიციატივითაც გამოვიდა.
უკვე რამდენიმე დღეა, ჯონ ბასი საქართველოში არ იმყოფება, მის მოვალეობას კი ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი ასრულებს.საქინფორმი დაინტერესდა, თუ სად იმყოფება ელჩი, რატომ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და საქართველოში ამერიკის საელჩოს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში ჩვენთან საუბრისას განმარტეს, რომ ელჩი ბასი კალიფორნიაში გაემგზავრა, ქორწინდება და მისი თბილისში არყოფნის მიზეზიც სწორედ ესაა. მათივე თქმით, ელჩის გამგზავრება 26 მაისის მოვლენებს არანაირად არ უკავშირდება.
რაც შეეხება ბასის დაბრუნების თარიღს, როგორც საელჩოს პრესსამსახურში განმარტავენ, „არ იციან, როდის დაბრუნდება ელჩი საქართველოში“.