რედაქტორისგან
დასავლეთი რუსეთს ომით ვერ დაამარცხებს, სიმყრალით გატეხს! - არნო ხიდირბეგიშვილი

   ევროპაში, კერძოდ - გერმანიაში, მკვეთრად გაძვირებული რუსული გაზის მოცულობის შემცირებისა და მიწოდების შეფერხებების გამო, დაიწყო კამპანია - "დაიბანე ეს ოთხი ადგილი, თუ გინდა გააბრაზო პუტინი". აღვირახსნილი მოხმარებისა და პროპაგანდისგან დეგრადირებული ევროპული საზოგადოების დაბალი IQ-ს გათვალისწინებით, ვრცელდება ილუსტრირებული ინსტრუქცია, რომელშიც ევროპელებს მოუწოდებენ დაიბანონ უფრო იშვიათად და სწრაფად და უმჯობესია ჩაიბანონ მხოლოდ სუნიანი ადგილები, რომლებიც მითითებულია სურათზე. პრეზიდენტმა პუტინმა ამას სისულელე უწოდა: აბა, რა არის ეს?! სულ გაგიჟდნენ?! დაზოგე წყალი, დაზოგე ელექტროენერგია ... რა სისულელეა!

   არა, ეს სისულელე არ არის - შუა საუკუნეებში ევროპელები, განსაკუთრებით - დიდგვაროვნები, საერთოდ არ ბანაობდნენ! ელიტარულ ევროპელებს სჯეროდათ, რომ უბრალო ხალხისგან განსხვავებით, ისინი იმდენად სუფთანი არიან თავიანთი მაღალი წარმოშობით, რომ წყალი მათ ... მხოლოდ დასვრის და დაავადებს! იმისთვის კი, რომ სუნიანი ადგილებიდან (რომლებიც თანამედროვე ევროპელებისთვის, სურათით თუ ვიმსჯელეთ, იგივე დარჩა როგორც მათი დიდგვაროვანი წინაპრებისთვის) მყრალი სუნი მოეშორებინათ, იზელდნენ სხვადასხვა სურნელოვან ზეთებს. შედეგად გაჩნდა კანის გადამდები დაავადებები, გამრავლდა ბაქტერიები, ტილები და რწყილები და მთელი ეს ანტისანიტარია შავი ჭირის ეპიდემიით დასრულდა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა. ამის მიუხედავად, თანამედროვე ევროპელები მაინც უგულებელყოფენ ჰიგიენას, მაგალითად - უგულებელყოფენ შხაპს და ბანაობენ და ისაპნებიან აბაზანაში, ერთსა და იმავე წყალში, ამიტომ დაუბანლობა არ გაუჭირდებათ... თანაც, რას არ გააკეთებ “პუტინის გასაბრაზებლად?!

კიდევ, გერმანიაში განგაშს ტეხენ, რომ ენერგომატარებლების დეფიციტის გამო მცირდება ტუალეტის ქაღალდის წარმოება... ეს დასრულდება, როგორც 1945 წელს - ჩასვრილები ივლიან! რა თქმა უნდა, სისულელეა, როცა კაპიტულაციიდან 77 წლის შემდეგ, გერმანელებმა კვლავ გადაწყვიტეს ბედი ეცადათ - რუსები დაემარცხებინათ! თუმცა, რაკიღა არ დავიწყებიათ, როგორ ჩაისვარეს ჰიტლერის დროს, დღეს ამას აკეთებენ საქმეში გამოცდილი უკრაინელი ნაცისტების - პოლიცაებისა და ბანდერელების შთამომავლების ხელით!

   მალე დასავლეთში, მიუხედავად მათი პრიმიტიული, კონსუმერიზმის ქონმოდებული აზროვნებისა, დარწმუნდებიან, რომ რუსეთს ომით ვერ დაამარცხებენ და საერთოდ შეწყვეტენ ბანაობას, რათა ის სიმყრალით გატეხონ! დაიწყება ახალი სააგიტაციო- პროპაგანდისტული კამპანია - "საერთოდ არ დაიბანო, თუ გინდა პუტინი გააბრაზო". ამიტომ, რუსეთმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს „პროტივოგაზების“ მასობრივი წარმოება - დაუბანელი ევროპის, ასევე დასავლელი პოლიტიკოსების ხრწნადი აზროვნების სიმყრალისგან COVID-19 საწინააღმდეგო ნიღბები ვერ უშველით!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმი მთავარი რედაქტორი

2022 წლის 28 ივლისი
საქართველო, თბილისი