აქტუალური
„კრედიტ სუისის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე თომას გოტშტაინს ულრიხ კიორნერი შეცვლის

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. შვეიცარიული ბანკის, „კრედით სუისის“ აღმასრულებელ დირექტორად ულრიხ კიორნერი დაინიშნა. ბანკის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ულრიხ კიორნერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე თომას გოტშტაინი შეცვალა.

ულრიხ კიორნერი „კრდეით სუისის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყებს.

ამავდროულად, ბანკმა გამოაცხადა, რომ ატარებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ მიმოხილვას შემდეგი მიზნებით: 1. მოქნილი ჯგუფის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად დაბალი აბსოლუტური ხარჯების ბაზით, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს მდგრადი ანაზღაურება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და პირველი კლასის მომსახურება კლიენტებისთვის; 2. გააძლიეროს მისი მსოფლიო დონის გლობალური სიმდიდრის მართვის ფრენჩაიზი; 3. შეაფასოს ფასიანი ქაღალდების პროდუქტების ბიზნესის სტრატეგიული ვარიანტები, რომლებიც შეიძლება, მოიცავდეს მესამე მხარის კაპიტალის მოზიდვას ბაზარზე წამყვან, მაღალი ანაზღაურების პლატფორმაზე; 4. ჯგუფის აბსოლუტური ხარჯების ბაზის შემცირება 15,5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე საშუალოვადიან პერიოდში, ნაწილობრივ კომპანიის მასშტაბით ციფრული ტრანსფორმაციის გზით, რომელიც გონივრულად უზრუნველყოფს გრძელვადიან დანაზოგს, ხოლო ფოკუსირებული დარჩება რისკის მართვისა და რისკის კულტურის გაუმჯობესებაზე.