აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7917 ლარი გახდა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7986 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8534 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8456 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.