აქტუალური
სამუშაოები 2011 წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული მონაკვეთის გავლით მოსახლეობა უმოკლესი მარშრუტით გადაადგილდება. თბილისის მერია 2012 წელს ვერეს ხეობის გავლით, ჭავჭავაძის გამზირიდან (მეცხრე საავადმყოფოს მიმდებარედ) რამიშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი 5 000 მ სიგრძის საგზაო მონაკვეთის მშენებლობას დაიწყებს. სამუშაოები 2012 წლის ბოლოს დასრულდება და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი დასრულებულ სახეს მიიღებს, რაც ქალაქის ამ მონაკვეთზე მოძრაობას სრულად განტვირთავს. კომუნიკაციების მოწესრიგებისა და ტერიტორიის გამწვანების შემდეგ, ვერეს ხეობა თავისი ინფრასტრუქტურით უნიკალური გახდება როგორც ტრანსპორტით მოძრავი, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.
„თბილისში მეტეხის გვირაბის შემდეგ ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ წარმოებულა. სამუშაოებს ქართული კომპანია აწარმოებს, რაც მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ადგილზე გვქონდეს ის კადრები, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის... ადამიანს შესაძლებლობა ექნება, ყაზბეგის გამზირიდან გვირაბის გავლით 2-3 წუთში იყოს ჭავჭავაძის ცენტრში. 2012 წელს კი დაემატება ის ნაწილი, რომელიც ამ ახალ ტრასას დააკავშირებს ჭავჭავაძის ნაწილს“, – აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისა და ადგილზე დათვალიერების შემდეგ.