უცხოეთი
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღეს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელიც რამდენიმე დღეა ვაშინგტონში იმყოფება.
მაისში, ჯილ ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა და ოლენა ზელენსკასთან ერთად შეხვდა ომის გამო იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს. 19 ივლისს, უკრაინის პირველ ლედისთან თეთრ სახლში შეხვედრისას აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ განაგრძობს მუშაობას ომით დაზარალებული დედების და ბავშვების დასახმარებლად.
18 ივლისს, ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. დღეს, 20 ივლისს უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს მიმართავს.
radiotavisupleba.ge