აქტუალური
ბურჯანაძის, ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის ადგილი ქართულ პოლიტიკაში „რესპუბლიკურად“

nino-oqro-grechixaროგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას სასტარტო პოზიცია მინუსებიდან ექნება“. ამავე დროს, ბერძენიშვილის აზრით, „გასარკვევია, აქვს თუ არა ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია“.

„შესაძლებელია, ბურჯანაძემ მცირე წარმომადგენლობა შეიყვანოს პარლამენტში, ხოლო თუ აქციები აკვიატებად გადაექცევა, ეს შეცდომაში გაჯიუტება იქნება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება ე.წ. რადიკალ ოპოზიციონერ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს, ბერძენიშვილის შეფასებით, „ირაკლი ოქრუაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“.

ლევან გაჩეჩილაძეს კი ბერძენიშვილი „პოლიტიკური ტაიმაუტის აღებას“ ურჩევს და მოუწოდებს, „კარგად აწონ-დაწონოს ის სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა და მომავალში ისეთ პარტიაში გაერთიანდეს, რომელშიც დიდხანს დარჩება“.