პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა.

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.