უცხოეთი
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა 264-მა დეპუტატმა მისცა.
მანამდე პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი. გადაწყვეტილებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების წინადადებით რადას დღეს მიმართა.
interpressnews.ge