საზოგადოება
ქართველი ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში

kaxa1_zaganiaროგორც დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეთა და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით ნიუ იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ქართველთა აქცია გაიმართა, რომელზეც 26 მაისს სააკაშვილის მიერ ჩადენილი ორგანიზებული მკვლელობა იქნა დაგმობილი.

„აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით – „სააკაშვილი – დიქტატორი და მკვლელი!“

ისინი მოითხოვდნენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას და გაეროსგან დანაშაულებრივი რეჟიმის ხროვაზე სანქციების დაწესებას“, – განმარტა ძაგანიამ.