საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც მოკლულ იქნა ზვიად გამსახურდია, ლაზარე მართლის სახ. ეკლესია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) აკურთხა. ახალი ტაძარი მსოფლიოში უდიდესი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა. ფონდის დაფინანსებით ასევე განხორციელდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს, ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს შეგვპირდა.
„ივანიშვილი - ოლიგარქია, ანუ მდიდარი კაცი, რომელიც სახელმწიფოს არაოფიციალურად მართავს, ამიტომ „მკლავი უნდა მოვჭრათო“! და რომ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მერე რას იტყვიან?! „რატომ კარგი აგიგიაო“, ანუ როგორ გაბედა ივანიშვილმა თავის მშობლიურ საქართველოზე სამი მილიარდი დოლარის დახარჯვა სამების აშენებიდან - ძველ ხიბულაში წმინდა ლაზარე მართლის ტაძრის აშენებამდე პერიოდში?!“, - წერს თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.