საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი.
„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვა პუნქტების იგნორირებით? სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს“,- წერს იან კელი ტვიტერზე.
9 ივნისს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე 8 ივლისს ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ღარიბაშვილი რეზოლუციის სწორედ იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.
ამასთან ამბობს, რომ მისთვის პირადად შეურაცხმყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.