რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ ეწვია ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს „ცერეუს“ დირექტორის ერევანში ვიზიტის კვალდაკვალ

     2022 წლის 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს ხდის“, - განაცხადა გუშინ ბაქოში ჩასულმა ევროკომისიის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.

უკრაინაში რუსეთის ბრუტალურ შეჭრამდეც რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირში სანდო აღარ იყო, ამიტომ ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა. მოხარული ვარ, რომ მათ შორის აზერბაიჯანიც მეგულება. თქვენ ნამდვილად ხართ უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორი ჩვენთვის და ყოველთვის სანდო იყავით. უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხართ არა მხოლოდ უსაფრთხო მიწოდებაში, არამედ ჩვენს ძალისხმევაში, მივაღწიოთ კლიმატურ ნეიტრალიტეტს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს ხდის. მინდა, გამოვყო სამი პუნქტი ჩვენი მემორანდუმიდან. პირველი – ჩვენ გავაორმაგებთ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან ევროკავშირში. ნამდვილად, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“. ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც ამჟამად 8 მილიარდ კუბურ მეტრ აირს აწვდის წლიურად. ჩვენ რამდენიმე წელიწადში გავზრდით ამ მოცულობას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. შემდეგი წლიდან ჩვენ უკვე უნდა მივაღწიოთ 12 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. ეს დაეხმარება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მიწოდების უსაფრთხოებას.

ურთიერთგაგების მემორანდუმში მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი განახლებადი ენერგიის საკითხებია. აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაში უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. დღეს ამ მემორანდუმით საფუძველი ჩავუყარეთ მყარ თანამშრომლობას ამ სფეროში. ასე რომ, თანდათანობით აზერბაიჯანი წიაღისეული საწვავის მიმწოდებლიდან განახლებადი ენერგიის ძალიან სანდო და გამორჩეულ პარტნიორად გარდაიქმნება.

დაბოლოს, ჩვენი თანამშრომლობა ბუნებრივ აირზე უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს პასუხისმგებლობას კლიმატთან დაკავშირებით. ეს მოიცავს მეთანის გამოყოფას. მემორანდუმში გაწერილია ვალდებულებები მეთანის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი აირის მიწოდების მთლიანი ჯაჭვის ფარგლებში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

   სავარაუდოდ, ვაშინგტონთან (თუ არა მისი ინიციატივით) შეთანხმებული, ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოში „ცერეუს“ (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ერევანში ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ, ადასტურებს გუშინდელ პროგნოზს - ანუ იმედგაცრუებული საქართველოსგან, რომელმაც უარი თქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსი მესაზღვრეების ბაზაზე თავდასხმაზე, ორპირ დასავლეთ ყურადღებაქცენტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადააქვს. თუმცა საქართველოზე „დაფუფქულებმა“, რომელზეც ხისტმა წნეხმა მკვეთრად საპირისპირო შეუქცევადი შედეგი გამოიღო (ანტიპათია გამოიწვია ქართველ ხალხში ყველაფერ დასავლურთან მიმართებაში), სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ გამოიყენეს „თაფლაკვერის“ პოლიტიკა, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდ მაიდანზე უკრაინელებს ურიგებდა და თან რუსების მოსაკლავად აგზავნიდა...

ანუ, ზამთრის მოლოდინში მოცახცახე ევროკავშირი აზერბაიჯანს ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ნახშირწყალბადების ორჯერ გაზრდილი მიწოდებით მიღებული „ფანტასტიკური შემოსავლით“ აცდუნებს და აზერბაიჯანული მილსადენების გაფართოებასაკი საკუთარ თავზე იღებს; ხოლო სომხეთს შეერთებულმა შტატებმა, სომხური დიასპორის „საპატივსაცემოდ“, სტატუს კვოს შეცვლას დაჰპირდნენ, რომელიც ყარაბაღის ზავის შემდეგ სომხეთის სასარგებლოდ როდი დადგინდა, თითქოსდა რუსეთის ღალატის წყალობით, რომელმაც არ შეასრულა თავისი ვალდებულებები “ოდეკაბე“ (ОДКБ) ფარგლებში.

თუმცა, დასავლეთის გეგმას დიდი ნაკლი აქვს, როგორც ყველა დასავლურ პროგნოზაღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებთან მიმართებით. აზერბაიჯანს ამჟამად არ აქვს რესურსი ზამთარში ევროპის გასათბობად, ასევე არ იწვის“ ურთიერთობებიგაფუჭების სურვილით რუსეთთან, მის ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორთან კასპიის ზღვაში, ერთჯერადი მოგების გამო. თუმცა დახვეწილი აღმოსავლელი დიპლომატი ილჰამ ალიევი პირდაპირ არ ამბობს „არას“ – რატომ, როცა ორივე მხრიდან შეძლიათ სარგებლის მიღება, როგორც ერდოღანის თურქეთს?! - და ბარონესაგახარებული გაფრინდა... დასავლეთს რომ პრეზიდენტი ალიევის გატეხა ან მოსყიდ შესძლებოდა, ახლა აზერბაიჯანის ლიდერი დასავლეთის მიერ გამოზრდილი ენ-ჯე-ოშნიკი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი იქნებოდა!

   რაც შეეხება სომეხ "აფგან მუხთარლის" - დიახ, ამერიკელების მიერ გამოზრდილმა ჟურნალისტმა-ენ-ჯე-ოშნიკმა ნიკოლ ფაშინიანმა, აშშ-ის მხარდაჭერით, შეძლო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლების სათავეში ჩადგომა, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგსგან განსხვავებით (ზუსტად ისევე, როგორც სააკაშვილი - 2003 წლის ნოემბერში თბილისში, როცა რუსეთს მისი ინტერესების - სამხედრო ბაზების ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა!). მაგრამ ფაშინიანს, ყარაბაღში წარუმატებლობის შემდეგ, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ჩამოცურდეს პრემიერის ავარძლიდან, თუ კიდევ ერთ ანტირუსულ მოძრაობას გააკეთებს! ასეთი პრეცედენტუკვე ჰქონდა ადგილი ახლო წარსულში, მაგრამ რუსეთმა ფაშინიანის ქვეშ მოქანავე სავარძელი "ერთ ფეხზე" დაიჭირა, თუმცა დანარჩენი სამი უწინდებურად "ჰაერში კიდია" ...

   ხოლო როდესაც აშშ და ევროკავშირი დარწმუნდებიან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანსაქართველოსავით ვერაფერს გამორჩებიან, მოვლენები განვითარდება სამხედრო სცენარით, რომელიც გუშინდელ პუბლიკაციაში აღვწერე: „უკრაინა არ კმარა - ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ომი სჭირდება“. ანუ, მთიან ყარაბაღში მოხდება ახალი კონფლიქტის პროვოცირება, რომელშიც რუსეთი იქნება ჩათრეული, და იძულებული გახდება, უკვე ორ ფრონტზე იბრძოლოს (კონფლიქტის მხარეების გამყოფი რუსი მშვიდობისმყოფლები უმალ ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებიან).

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 19 ივლისი
საქართველო, თბილისი