საზოგადოება
აშშ-მ ქართულ ჯარს ორმოცი „ჰამერი“ გადასცა

M1151აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს 40 ერთეული „ჰამერის“ ტიპის მანქანა გადასცა, რომლებიც გამოყენებული იქნება ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებში, – იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, „M1151“ ტიპის 30 ერთეულ და „M1151A1“ ტიპის 10 ჯავშნიან მანქანებს „ის ბატალიონი გამოიყენებს, რომელიც გაემგზავრება ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მიერ წარმოებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში“.

მანქანების გადაცემის ცერემონია 7 ივნისს აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობით კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიმართა.