აქტუალური
საქართველოს ფოსტის შეძენით დაინტერესებული კომპანიები ფოსტის აუდიტს ახორციელებენ.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 7 ივნისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქობალიას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ფოსტით სამი – ქართული, რუმინული და შვეიცარიული – კომპანიაა დაინტერესებული.
„ამ დროისთვის აღნიშნული კომპანიები ფოსტის მდგომარეობას თავად სწავლობენ, შესაბამისად, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – განაცხადა ქობალიამ.შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ შპს „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებაზე კონკურსი მიმდინარე წლის 7 იანვარს გამოაცხადა.
კონკურსის პირობების თანახმად, მსურველებმა უნდა წარადგინონ საკუთარი გეგმა, თუ როგორ განავითარებენ მომავალში საქმიანობას კომპანიისათვის ძირითადი – საფოსტო პროფილის შენარჩუნებით.
ცნობისთვის, საქართველოს ფოსტა ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი ოპერატორია. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს, 87 ათასი კვ მ მიწის ნაკვეთს და 100 ათასი კვ მ სხვადასხვა ობიექტს ფლობს. შპს-ის ოფისები საქართველოს თითმის ყველა ქალაქებსა და რაიონებში ფუნქციონირებს.