აქტუალური
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8643 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8613 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8815 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.