საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი, დაახლოებით, 3 000 ტონა თხევადი გაზის ტრანსპორტირებას ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ფოთის გავლით გეგმავს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ 12 ივლისს გაავრცელა.
რუსული კომპანიები „გაზპრომი“ და „სურგუტნეფტეგაზი“ თხევად გაზს რუსეთის ქალაქ სურგუტიდან სარკინიგზო გზით ფოთში, შემდეგ კი – საზღვაო ბორნით ბულგარეთში მიაწვდიან.
წყაროზე დაყრდნობით მედიასაშუალება იტყობინება, რომ ფოთის პორტის განხილვა „სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შესაძლებლობების შეზღუდვის გამო“ გახდა საჭირო.
ვინაიდან 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაზის მიწოდება რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით შეჩერდა, რუსეთი იძულებული გახდა ახალი მარშრუტები ეძებნა. შესყიდვების შემცირების შესახებ ფინეთის გადაწყვეტილებამ მხოლოდ გააუარესა ექსპორტიორების მდგომარეობა.
ფოთის გავლით ბულგარეთში გაზის მიწოდების ხარჯები „დაახლოებით 50%-ით მეტია, ვიდრე ევროკავშირისთვის უკრაინის გავლით მიწოდება“, თუმცა მაინც ღირს, რადგან რუსეთში თხევადი გაზის შიდა ფასები შემცირებულია.