„ივანიშვილს უფლება აქვს უჩივლოს ევროკომისიას სტრასბურში და ცილისწამების, შეურაცხყოფისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის მორალური ზიანისა და ფინანსური ზარალის კომპენსაცია მოითხოვოს“
პოსტსაბჭოთა სივრცეში „ფერადი რევოლუციების“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება და დგება წინასწარი შედეგების შეჯამების დრო. შუა აზიის ხუთი რესპუბლიკიდან ამერიკული სიურპრიზები არ არის გამორიცხული ყაზახეთში, ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა დიდი ხანია დასავლეთს შეუერთდა, ხოლო ბელარუსი არც ისე დიდი ხნის წინ - რუსეთს. ამჟამად მიმდინარეობს ომი უკრაინისთვის და ჰიბრიდული ომი საქართველოსთვის (საომარი მოქმედებები „ოცნების“ ხელისფლებამ აგვაცილა). მოლდოვა დუნედ გაიზიარებს უკრაინის ბედს, მისი ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გარდაუვალია. დასავლეთის მცდელობები საქართველოს პრივატიზებასთან დაკავშირებით მალე კრახს განიცდის, როგორც ეს მოხდა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში, მაგრამ პროცესი საბოლოოდ მკვეთრ ფორმას იღებს, რადგან პოსტსაბჭოთა საქართველოში ძალიან შორს წავიდნენ თამაშში „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. და ასევე იმიტომ, რომ საქართველოს დაკარგვა აშშ-თვის მთელი სამხრეთ კავკასიის დაკარგვის ტოლფასია, რადგან სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ორ რესპუბლიკაში მათი გავლენა საელჩოების ღობეს არ სცილდება. ამიტომ ჰიბრიდული ომი საქართველოში ესაა ომი კავკასიისათვის, სადაც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან იგივე ქვეყნები, რაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ.
სიკეთის მინიჭება იძულებით არ ხდება - თუ ევროკავშირი სიკეთეა, მაშინ რატომ აიძულებენ საქართველოს, შეასრულოს საკანდიდატო პირობები და თან ამაში ფულს იხდიან („დემოკრატიული რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიზნით“)? თუ აბიტურიენტმა არ ჩააბარა გამოცდები, განა უმაღლესი სასწავლებლის რექტორატი აიძულებს მეორე წელსაც ჩააბაროს, განა ამზადებს მისთვის ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას და ქირაობს რეპეტიტორებს?
ეს ხდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს კანდიდატობის მარადიული კანდიდატი, ყოველთვის იყოს ანგარიშვალდებული და შეასრულოს პირობები - აქაოდა, ეს - კი ბატონო, და სავალდებულოც არის, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია, ხოლო ეს, ვთქვათ, მოლაპარაკებები რუსეთთან, სოხუმსა და ცხინვალთან - არ შეიძლება! საქართველო „აბიტურიენტიც“ კი არ არის, უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად, რომლებსაც კანდიდატობის სტატუსი გამოცდების გარეშე მიანიჭეს. მიზანი არის ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ათვისების ფორმა მისთვის ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე (“MAP”).
ივანიშვილს შეუძლია ევროკომისიას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს და კომპენსაცია მოითხოვოს
საქართველოს შვილმა ბიძინა ივანიშვილმა თავის სამშობლოს 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა, მსოფლიო ისტორიამ არ იცის მეცენატობის ანალოგები ასეთი მოცულობით, ამიტომ ნებისმიერი ქვეყანაა ელოლიავებოდა ასეთ მოქალაქეს. საქართველოს პრივატიზაციას, შავ ზღვასა და კავკასიის მთებში რუსეთის წინააღმდეგ სტრატეგიული პლაცდარმის შესაქმნელად ტერიტორიის გაწმენდას ხელს უშლის 1 - გავლენიანი და მდიდარი ბიძინა ივანიშვილი; 2 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღვარი ილია II.
კათოლიკოს-პატრიარქის გატეხვა, ხალხის თვალში მისი დისკრედიტაცია - „პრორუს აგენტად“ შერაცხვა არაფრით არ გამოვიდა და დასავლეთი ივანიშვილს მისდგა - აქაოდა, „პატრიარქი მაინც მოხუცია და მის შემდეგ თავის სიტყვას ჩვენი პროდასავლელი მიტროპოლიტები - წმინდა სინოდის წევრები იტყვიან “. ვერც ივანიშვილის შერცხვენა მოხერხდა - პირიქით, სტიგმამ -„პრორუსული“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს აწებებენ, საპირისპირო შედეგი გამოიღო. რუსოფობიური ჰომოსექსუალური ოპოზიცია - პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია - იმდენი წელია საქართველოში ყველაზე პატივცემულ და გავლენიან ადამიანებს "პრორუსებს" უწოდებს, დაწყებული კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ით და მეცენატი ბიძინა ივანიშვილით, რომ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც უშიშრად იცავს საკუთარ სამშობლოს, საქართველოს მოსახლეობაში სიმპათია გამოიწვია. „რუსებს - პუტინი, ჩვენ კი - ზურაბიშვილი?! ღმერთო, რა შევცოდეთ ასეთი?!“ - წუხან ქართველები...
ამიტომ, დღეს ივანიშვილის წინააღმდეგ ევროკავშირმა და აშშ-მ აამოქმედეს ბოლშევიკებისა და სააკაშვილისგან ნასესხები „შავი პიარი“ - „ბიძინა ოლიგარქია, საქართველოს ერთპიროვნული ჩრდილოვანი მმართველი, რომლის ქონება და აქტივები ექვემდებარება ნაციონალიზაციას და ექსპროპრიაციას". „დეოლიგარქიზაციის“ მოთხოვნა, რომელიც ვულგარულმა უზრდელმა და უვიცმა მოსყიდულმა ევროპარლამენტარებმა პირდაპირ განმარტეს, როგორც „დებიძინიზაცია“ და „დეივანიშვილიზაცია“, შედის საქართველოსთვის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში. ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რის გამოც ივანიშვილს მიადგა მორალური ზიანი, მის საქმიან რეპუტაციას მიაყენა ზიანი და, შესაბამისად, ფინანსურადაც დააზარალა (მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „Credit Suisse“ არ იძლევა მის კუთვნილ 600 მილიონ დოლარს), ამიტომ ივანიშვილს სრული უფლება აქვს უჩივლოს ევროკომისიას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში და დიდი კომპენსაცია მოითხოვოს. მაგრამ განა „მგელი მგლის ხორცს შეჭამს“?..
მათთვის, ვისაც დაავიწყდა: ბოლშევიკების შემდეგ ნაციონალიზაციისა და ექსპროპრიაციის მეთოდი წარმატებით გამოიყენა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თავისი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ქონების კონფისკაციით. ობიექტები სააკაშვილის გარემოცვის სახელზე გადაწერეს, ფულის გადარიცხვას გენპროკურატურაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე აიძულებდნენ. ღამით, ციხის საკანში რომ დაამოწმა საწოლიდან წამოგდებულმა ნახევრად მძინარე ნოტარიუსმა, ხოლო მსხვერპლი უკანა ხვრელში უცხო სხეულით მიყენებულ დისკომფორტს განიცდიდა...
ქართველები ნახევრად ველური აზიელები არიან, კითხვას არ დასვამენ - რა კრიტერიუმებით არის ივანიშვილი ოლიგარქი, ფიქრობენ აშშ-ში და ევროპაში
ბიძინა ივანიშვილი მდიდარია, მაგრამ განა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარაგდ აღჭურვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ჰქონდა, არ დახურა ის პოპულარობის პიკზე? განა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ერთი წლის თავზე ნებაყოფლობით არ დატოვა თანამდებობა? განა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იძლევა ინტერვიუებს და პასუხობს წარმოუდგენელ ტყუილსა და ბინძურ შეურაცხყოფაზე? და თუნდაც მთავრობას რჩევებს იძლეოდეს - რა ურჩია ივანიშვილმა ღარიბაშვილს ასეთი ცუდი და ეროვნული ინტერებისთვის შეუფერებელი?!
მაგრამ ახლა დასავლეთში ძალიან შორს წავიდნენ - დაარღვიეს ივანიშვილის პირადი სივრცე, შეურაცხყოფა მიაყენეს მას, მის უნაკლო საქმიან რეპუტაციას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რის შემდეგაც ივანიშვილი ან უნდა გაიქცეს საყვარელი სამშობლოდან, ანდა ღირსეულად უპასუხოს ცილისმწამებლებს! რას აირჩევს მოქალაქე ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა, რომლისთვისაც მიუღებელია დამარცხება და რომელმაც, პოლიტიკიდან წასვლისას, პირობა დადო, რომ დაბრუნდებოდა, თუ საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა? პრემიერი ღარიბაშვილი მშვენივრად უმკლავდება გამოწვევებს, მაგრამ რაკიღა დასავლეთმა ივანიშვილის გამო საქართველოს დასჯა გადაწყვიტა, ივანიშვილი არ ამოეფარება ღარიბაშვილის ზურგს უკან და გამოწვევას მიიღებს! ვფიქრობ, ამის გადაუდებელი აუცილებლობა ძალიან მალე გაჩნდება. მანამდე კი გამოაშკარავდება შოკისმომღვრელ ფაქტები ივანიშვილის და საქართველოს მტრებზე, რომლებიც, თურმე, „მამა აბრაამის ბატკნები“ სულაც არ გახლავთ...
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2022 წლის 13 ივლისი
საქართველო, თბილისი