საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამერიკელმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთია, არამედ შიდა მტრები. მილიარდერის აზრით, მემარჯვენე ექსტრემისტებს შეუძლიათ ქვეყანაში რეპრესიული რეჟიმის დამყარება. მან გააფრთხილა, რომ დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა რიცხვს მიეკუთვნება ამჟამინდელი უზენაესი სასამართლო, სადაც უკიდურესად მემარჯვენე ძალები დომინირებენ, და რესპუბლიკური პარტია, რომელმაც დონალდ ტრამპი მოიყვანა ხელისუფლებაში.
ბიზნესმენმა თავისი მოსაზრება გერმანულ გაზეთ Die Welt-ში გამოაქვეყნა. მისი თქმით, მემარჯვენე ექსტრემისტებს სურთ დემოკრატიის დასრულება და ეს შიდა მტრები უფრო საშიშია აშშ-სთვის, ვიდრე რუსეთი ან ჩინეთი. ინვესტორმა მაგალითად მოიყვანა უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც ქალებს აბორტის გარანტირებული უფლება ჩამოერთვათ.