უცხოეთი
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი ამერიკაში მაიკლ მაკფოლს შეხვდნენ.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორია.
1tv.ge