სამართალი
საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8745 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8745 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8788 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0368 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.