რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში „მოდის დემოკრატია“

     "მოდის დიქტატურა" - იხუმრა შევარდნაძემ 1990 წელს, რათა ისტორიის მოსახვევში გადმომხტარიყო სსრ-ს მატარებლიდან, რომელიც უფსკრულისკენ მიექანებოდა.

2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში დიქტატურა არ არის, 10 წელიწადში კი, 2022 წელს, საქართველოში დასავლური სტანდარტებითაც კი არნახული დემოკრატია მოდის:

- ხელისუფლება დღეში რამდენჯერმე აცხადებს, რომ აშშ, ნატო და ევროკავშირი საქართველოს უალტერნატივო ისტორიული არჩევანია. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის იდეალური ფეტიშები - დემოკრატიის ეტალონები, რომლებიც ორიგინალზე ბევრად სიმპათიურად გამოიყურებიან;

- მმართველი პარტია ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ქმნიან ალიანსს, რომელიც ამხელს დასავლეთის დიქტატორულ დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ;

- რადიკალური ოპოზიცია, თავისი მომაკვდავი ლიდერი - „ვივამედის“ ტუსაღი სააკაშვილით, ანტისახელმწიფოებრივად დასავლეთთან შეთანხმებულად მოქმედებს, რომელიც ასევე იყენებს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს;

- ულტრამემარჯვენე ტრადიციონალისტები დაახლოებულნი არიან ქართველ სამღვდელოებასთან და პერიოდულად აფრთხობენ ლიბერალებსა და ლგბტ-წარმომადგენლებს, რომლებსაც სიმარტივისთვის ლიბერასტებს უწოდებენ;

- დაქსაქსულნი მემარცხენეები - „ლეიტენანტ შმიდტის შვილების“ მსგავსად ერთმანეთთან დაპირისპირებული პრორუსული ჯგუფები - იყენებენ მომენტს და ცვლილებების მოლოდინში დაუბრკოლებლად ურთიერთობენ მოსკოვთან, ჩქარობენ დაიკავონ "საუკეთესო ადგილები კუპეში წინასწარ შეძენილი ბილეთების შესაბამისად“.

   აი ასეთი კოლაჟია, ფედერიკო ფელინის ფენტეზი-დრამის „რვა- ნახევარი“-ს ღირსეული! იქნებ ეს არის ნამდვილი დემოკრატია? ამ დროს ზემოდ ჩამოთვლილიდან ერთადერთი რეალურად აქტორიქართული ოცნებისხელისუფლებაა, მისი დამფუძნებელი და ლიდერები - ივანიშვილი და ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე.

   დასასრულ, თავს ვერ შევიკავებ და დავსვამ ერთ კითხვას. კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანმა მთელ საქართველოს ჭკუას არიგებდა, რომ მოვიდა დრო, ყველამ ისწავლოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამის გაგება“. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ქართველები კი არ არიან გონებრივად შეზღუდული, რომლებსაც არ ესმით "ფრანგი პოლიტიკოსის დახვეწილი ფილოსოფია და განუმეორებელი სტილი", არამედ უმადური ანჩხლი ზურაბიშვილი - მოღალატე და კოლაბორაციონისტია, რომელსაც საქართველოს დასავლელმტრები„ქართული ოცნების“ მთავრობის დასამხობად იყენებენ.

   ახლახან კი, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ზურაბიშვილის საეჭვო ევროპული ტურნე, რომლის დროსაც იგი საქართველოს ხელისუფლების ზურგსუკან შეთქმულებაში მონაწილეობდა, წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს სიმბოლური როლი“.

   ყურადღება, შეკითხვა: ისევ ხომ არ შეიცვალა აზრი წულუკიანმა ზურაბიშვილზე სიქსტის კაპელაში საპატრიარქო გუნდის კონცერტზე მასთან ერთად ჯდომის შემდეგ? ამბობენ, რომ მიქელანჯელოს ფრესკა სასწაულებს ახდენს - იქნებ წულუკიანი, ვატიკანში ჩასვლისა და რომის პაპის ხილვისას მიხვდა, რომ მისი საქმე - კულტურა და სპორტია, და არა პოლიტიკა?

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 12 ივლისი
საქართველო, თბილისი