აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9690 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.